ამირან გამყრელიძე გენადი ონიშენკოს: მოეშვით “ველიკოდერჟავულ” ჩვევებს – მარტო თქვენ ვერ ჩამოხვალთ

ასე პასუხობს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირამ გამყრელიძე რუსეთის ფედერაციის ყოფილ პირველ სანიტარს, ამჟამად კი დუმის დეპუტატ გენადი ონიშენკოს.

„გენადი ონიშენკოს ვიცნობ ძალიან კარგად. როცა მე დიდი ხნის წინ სამინისტროში ვმუშაობდი მაღალ პოზიციებზე, ონიშენკო იყო მინისტრის პირველი მოადგილე რუსეთში. ბევრჯერ შევხვედრივართ ერთმანეთს.

ბატონო გენადი, ხომ ძალიან კარგად ვიცნობთ ერთმანეთს, არა? ძალიან კარგად ვიცი, რომ ამას გალაპარაკებენ, შენით ხომ არ ლაპარაკობ ამას. გეუბნებიან, გავალენებენ, რომ  ეს თქვიო. მოვეშვათ რა. 3-ჯერ გითხარით, პირდაპირ დაგპატიჟეთ, ბატონო გენადი. ვიცი, რომ ქართველები გიყვარს, ქართული ღვინო მოგწონს და კარგად იცი, “ლუგარის ცენტრში” რითიც ვართ დაკავებული , მაგრამ… მარტო ჩვენ, მოეშვით ამ “ველიკოდერჟავულ” ჩვევებს. მარტო თქვენ ვერ ჩამოხვალთ. თუ გნებავთ, ჩამოხვალთ საერთაშორისო მისიებთან ერთად, გერმანელებთან, ბრიტანელებთან, ფრანგებთან, შვეიცარიელებთან ერთად, რომელიც ახლა მედიატორია ჩვენს ორ ქვეყანას შორის და ეს მოწვევაც გამოგზავნილი გაქვთ. ჩამობრძანდით მათთან ერთად და ნახეთ. სამხედროები რაში გჭირდებათ, მე ვერ გავიგე, მაგრამ თუ სამხედრო ექიმები გინდათ, კი ბატონო, არც ეგ არ არის პრობლემა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ

ასევე, ამირან გამყრელიძემა განაცხადა, რომ  30 წელია აღარ არსებობს საბჭოთა კავშირი და რუსეთი ჩვენი მბრძანებელი აღარაა

შეგახსენებთ, რომ რუსეთი საქართველოში “ლუგარის ცენტრის” ინსპექტირებას მოითხოვს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად