ამირან გამყრელიძე: გარდაცვლილი 14 პაციენტიდან ერთი 30 წლის ახალგაზრდაა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვლილი 14 პაცინტიდან უმეტესობა ხანდაზმულია.

მისივე ინფორმაციით, გარდაცვლილებს შორის ერთი 30 წლამდე ასაკისაა და მიმდინარეობს ამ შემთხვევის კლინიკური შეფასება.

„სამწუხაროდ, დღეის დილისთვის გარდაცვლილია 14 პაციენტი სხვადასხვა კლინიკაში. არის ბათუმი, ქუთაისიც, თბილისიც. რაც შეეხება ასაკს, ძირითადად არის ხანდაზმული, თუმცა, სამწუხაროდ, ერთი გვაქვს ახალგაზრდა ასაკი, 30 წლამდე. ვერ გეტყვით მიზეზებს, მიმდინარეობს ამ შემთხვევის კლინიკური გარჩევა. კლინიცისტების მიერ ირჩევა თითოეული შემთხვევა, ეს არ არის ღია ეთერში გასარჩევი საკითხი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად