ამირან გამყრელიძე: გაანალიზებული 723 შემთხვევიდან კოვიდ-19 -ით ინფიცირებული 74 შემთხვევა 0-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში კოვიდინფექციის 713 შემთხვევიდან 74 ბავშვია, რომელთა ასაკი 0-დან 14 წლამდეა, ხოლო 32 – 250იდან 19 წლამდე.

ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“გვაქვს 794 დადასტურებული შემთხვევა იმ 57 768 შეაძლოდან რომელიც ექვემდებარებოდა გამოკველვას. აქედან დღევანდელი დილის 9 საათის მონაცმებით 11 ახალი შემთხვევა იყო 24 საათის განმავლობაში. აქედან 8 უკავშირდება გასული კვირის ბოლოს ჩამოყალიბებულ ე.წ. საბურთალოს კალსტერს, სადაც ძირითადად დევნილთა ჩასახლებაა და 3 შემთხვევა გვაქვს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარეთიდან, ესეც ერთი ოჯახური კლასტერია. გამოჯანმრთელების მაჩვენებელია 78% რაც კარგია და ბევრად უკეთესი, ვიდრე გლობალური.

ბავშვთა მონაცემები, 723 შემთხვევიდან არის განაალიზებული. 74 ბავშია 0-დან 14 წლამდე ინფიცირებული, 32 – 15-იდან 19 წლამდე. პირველი შეადგენს 10%-ს, მეორე ასაკი – 4,04 %-ს”- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად