ამირან გამყრელიძე: ეპიდსიტუაცია სტაბილიზაციისკენ მიდის

“ეპიდსიტუაცია სტაბილიზაციისკენ მიდის. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ჩვენ ყოველდღიურად გვაქვს კლების ტენდენცია ახალი შემთხვევებისა და ინფექციის ცირკულაციის გავრცელების”.

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და განმარტა, რომ ჰელსმეტრიკის ინსტიტუტმა კარგად შეაფასა შეზღუდვების ის კომპლექსი, რაც დღეს ქვეყანაში მუშაობს.

„ეპიდსიტუაცია მიდის სტაბილიზაციისკენ. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ჩვენ ყოველდღიურად გვაქვს კლების ტენდენცია ახალი შემთხვევებისა და ინფექციის ცირკულაციის გავრცელების, მაგრამ ეს დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს, რადგან ევროპაში ვითარება დაძაბულია და მიმოსვლა სერიოზულია. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჰელსმეტრიკის ინსტიტუტმა კარგად შეგვიფასა შეზღუდვების ის კომპლექსი, რაც დღეს ქვეყანაში მუშაობს. 6-ბალიანი სისტემიდან დაახლოებით 5-ბალიან სისტემას ვაკმაყოფილებთ. ერთდროულად გვაქვს 16-დან 20-მდე სხვადასხვა შემზღუდველი ღონისძიება და სწორედ ერთიანად, ამ შემზღუდველმა ღობისძიებებმა და ტესტირებაზე მეტმა ხელმისაწვდომობამ მიგვიყვანა იქამდე, რომ უფრო ადვილად ვავლენთ ინფიცირებულებს და შემთხვევების რაოდენობა იკლებს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად