ამირან გამყრელიძე: ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები ისეა გათვლილი, რომ არჩევნებზე დაინფიცირების რისკი მინიმალურია

ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები ისეა გათვლილი, რომ არჩევნებზე დაინფიცირების რისკი მინიმალურია, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

“რაც შეეხება არჩევნებს, დამერწმუნეთ, ძალიან სერიოზული წინამოსამზადებელი სამუშაოები ჩატარდა. ისეა ეპიდასაწინააღმდეგო ღონისძიებები გათვლილი, მინიმალურია რისკი, რომ ადამიანები დაინფიცირდნენ. ამიტომ, ნუ შეგეშინდებათ. მით უმეტეს, აუცილებელია, ყველა მივიდეთ არჩევნებზე პირბადით, ათი წამის განმავლობაში  პირბადის მოხსნა არ არის პრობლემა. დარწმუნებული იყავით, მაქსიმალური დაცვა არის გათვალისწინებული ხმის მიცემის პერიოდში, რათა არჩევნებზე ინფიცირების მაჩვენებელი არ გაიზარდოს”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად