ამირან გამყრელიძე ეკა მიშველაძეს: შესავალი ფაქტებით გაამყარეთ, ეროვნული გეგმა ერთი ფურცელი კი არა 60 გვერდია… (ვიდეო)

ტვ პირველის ჟურნალისტმა ეკა მიშველაძემ თავის გადაცემაში “საჯარო პოლიტიკა” განაცხადა, რომ ეროვნული ვაქცინაციის გეგმა მხოლოდ ერთი გვერდია და მოსახლეობს არ აქვს საშუალება მიიღოს ამის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია.

ჩემი რჩევა იქნება, რომ თქვენი შესავალი ფაქტებზე იყოს დაფუძნებული და არა ცალმხრივი”, – ასე მიმართა დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ “ტვ პირველის” გადაცემის “საჯარო პოლიტიკის” წამყვანს ეკა მიშველაძეს. მაგალითად გამყრელიძემ ის დაასახელა, რომ გეგმა ცნობილი არ არის

.ეკა მიშველაძის რეპლიკაზე, “ეროვნული ვაქცინაციის გეგმა თქვენ კი ნახეთ, მაგრამ მოსახლეობას ჯერ ხომ არ უნახავს” – ამირან გამყრელიძემ უპასუხა, რომ ეს გეგმა დევს არაერთ ვებგვერდზე და ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია ნახოს.

“ერთფურცლიანი რა არის, ვერ გეტყვით. რაც შეეხება იმას, როგორ უნდა დავამარცხოთ პანდემია, ამას ერთი ქვეყანა – საქართველო ვერ დაამარცხებს. ის უნდა დაამარცხოს სამყარომ. პირველ რიგში ეს უნდა დაამარცხოს მთელი სამყაროს ვაქცინაციამ. რომლითაც სულ მცირე 70%-იანი მოცულობა უნდა იყოს ზრდასრული მოსახლეობის, მეორე შეიძლება იყოს ვირუსული პრეპარატი”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...