ამირან გამყრელიძე: ძალიან გვინდა, მაისის ბოლომდე 200 000 ადამიანი მაინც ავცრათ ორჯერადად

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ყველაფერი კეთდება, რათა ქვეყანაში მარტში დაიწყოს კორონავირუსზე ვაქცინაცია, ხოლო მაისის ბოლომდე ორჯერადად 200 000 ადამიანის აცრა არის დაგეგმილი.

„დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი არის საერთოდ ვაქცინაციის მთავარი ჩამტარებელი ქვეყანაში, იმუნიზაციის პროგრამას უწევს კოორდიანციას. „ფაიზერთან“ დაკავშირებით სერიოზულად მოვემზადეთ, ცენტრი ახლა სრულად გადაერთო „ასტრაზენეკას“ აცრების ლოჯისტიკაზე.

ძალიან გვინდა, დაახლოებით მაისის ბოლომდე 200 000 ადამიანი მაინც ავცრათ ორჯერადად და შემდეგ უკვე ივნისიდან დავიწყოთ აცრების ე.წ. გაფართოებული კამპანია. ამის სქემები არსებობს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...