ამირან გამყრელიძე: დღევანდელი მონაცემებით 8 000-მდე ბუსტერია ქვეყანაში გაკეთებული

დღევანდელი მონაცემებით, რვა ათასამდე ბუსტერია ქვეყანაში გაკეთებული. ესენი კეთდება მეორე აცრიდან ექვსი თვის შემდეგ, ყველა ვაქცინაზე. არ აქვს მნიშვნელობა „სინოფარმზე“ იყავი აცრილი, „სინოვაკზე“ თუ „ფაიზერზე“, სასურველია, რომ აიცრან ექვსი თვის შემდეგ, – ამის შესახებ ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

“მე თვითონ ორჯერ ვიყავი აცრილი და ერთი კვირის წინ გავიკეთე ბუსტერი და მოგიწოდებთ ყველას, გაიკეთოთ. როგორც ჩანს, ყველანაირი კვლევებით, ვაქცინა მუშაობს ექვსი-რვა თვის განმავლობაში და სასურველია, ადამიანი აცრილი იყოს მესამე დოზით. მესამე დოზა, როგორც კვლევები აჩვენებს, უფრო ხანგრძლივად მუშაობს, სადღაც 10-12 თვის განმავლობაში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები
იტვირთება...