ამირან გამყრელიძე: დღეს მსოფლიოში ანტირეკორდია, 546 000 შემთხვევიდან თითქმის ნახევარი ევროპაშია

დღეს მსოფლიოში ანტირეკორდია, 546 000 შემთხვევიდან თითქმის ნახევარი ევროპაშია, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

“იცით, რომ დღეს გლობალურად არასახარბიელო ვითარებაა. ანტირეკორდია ისეთი, აქამდე რომ არ ყოფილა. 546 000 ახალი შემთხვევაა მთელ მსოფლიოში. აქედან თითქმის ნახევარია ევროპაში. თუმცა, არის პოზიტივიც. გამოჯანმრთელების მაჩვენებელია 73%. აბსოლუტურ რაოდენობაში სიკვდილიანობა კი იზრდება, მაგრამ ახალ ინფიცირებულებთან სიკვდილიანობის შეფარდებითი რაოდენობა დაკლებულია 2.6%-მდე. ანუ, ეს იმას ნიშნავს, რომ ჭარბობს მსუბუქი და ასიმპტომატური შემთხვევები. საფრანგეთის ტენდენციებს რომ შეხედავთ არის ერთი ნიშანი, გარკვეულად კურილირებს შემთხვევათა ზრდა”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად