ამირან გამყრელიძე: დღეს ჩვენ ომში ვართ, პანდემია ომზე ნაკლები არ გახლავთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, სამედიცინო უნივერსიტეტის მაღალი კურსის სტუდენტებისა და რეზიდენტების გადამზადება მიმდინარეობს, რათა ექიმებთან ერთად, მათ კოვიდინფიცირებულების დახმარება შეძლონ.

„საკოორდინაციო საბჭოს წინა სხდომაზე და დღესაც იყო რეკომენდაცია, რომ სამედიცინო ქსელის მობილიზება მაქსიმალურად უნდა მოვახდინოთ. აქ შედიან ჩემი კოლეგები, რომლებიც დღეს დასაქმებულები არ არიან და სამედიცინო უნივერსიტეტის მქონე მაღალი კურსის სტუდენტები, მეექვსე კურსზეა საუბარი, ასევე რეზიდენტები. მოგეხსენებათ, დღეს ჩვენ ომში ვართ. პანდემია ომზე ნაკლები არ გახლავთ, ამიტომ, როდესაც საჭიროა, სრული მობილიზება უნდა მოხდეს, მათ შორის სამედიცინო პერსონალის, ასევე მაათ შორის სტუდენტების. ქოლცენტრით მართვა, ადამიანების დარიგება, რეკომენდაციების გაცემა თავისუფლად შეიძლება. ამიტომ სწრაფი კურუკულუმია შედგენილი სტუდენტების გადამზადების, თუ რა უნდა იცოდნენ კოვიდზე. დარწმუნებული ვარ, ისინი ექიმთა ასისტენტებად თავისუფლად იმუშვებენ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად