ამირან გამყრელიძე: დამშვიდების საფუძველი არ გვაქვს, ჩვენს ირგვლივ ყველა ქვეყანაში სიტუაცია დაძაბულია

სიტუაცია ყველგან დაძაბულია და სერიოზული ეპიდემიაა”-დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, დამშვიდების საფუძველი არ გვაქვს.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, სიტუაცია დამშვიდებისკენ მიდის, თუმცა ყურადღების მოდუნება არ შეიძლება.

“ეპიდსიტუაცია ქვეყნაში დამშვიდებისკენ მიდის. ყოველდღიურად ჩვენ გვაქვს ერთეული ახალი შემთხვევები.

ჩვენ დამშვიდების საფუძველი არ გვაქვს იმიტომ, რომ ჩვენს ირგვლივ ყველა ქვეყანაში, რომელსაც უშუალოდ ვესაზღვრებით ან გვაქვს ტრადიციული საქმიანი კავშირები, სიტუაცია ყველგან დაძაბულია და სერიოზული ეპიდემიაა,” – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად