ამირან გამყრელიძე: covid19-ის მეორე ტალღის შემთხვევაში 12 ათასი საწოლის მობილიზება შეიძლება

mიუხედავად იმისა, რომ იყო მოლოდინი საქათველოში covid19-ით ინფიცირების მეორე ტალღა დაიწყებოდა. ჯერჯერობით მოლოდინი არ გამართლდა.

საქართველო მთავრობის მიერ სპეციალურ შექმნილ ვებ გვერდ stopcov.ge-ზე, სადაც ქვეყანაში კოვიდით ინფიცირების 24 საათიანი მონაცემები ქვეყნდება, ინფიცირებულთა რაოდენობა 3-დან 10-მდე მერყეობს. covid19-ის უმეტესი შემთხვევა კი ქვეყანაში უცხო ქვეყნიდან შემოვიდა და არ შიდა გადაცემა დადასტურებულა.

კორონა ვირუსის მეორე ტალღის შემთხვევაში აქვს თუ არა ქვეყანას რესურსი მოახდინოს პაციენტების დროული მკურნალობა და ლაბორატორიული კვლევა. საჭიროების შემთხვევაში რამდენი საწოლია მზად? „აიპრესის“ კითხვას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე პასუხობს.

„იქნება თუ არ იქნება მეორე ტალღა,  ამ პერიოდში ჩვენ ძალიან ინტენსიურად ვემზადებით. ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა ემზადება ინტენსიურად, თუ იქნა ეს და დარწმუნებული ვარ უფრო უკეთესად მომზადებული შევხვდებით ვიდრე ეს იყო იანვარ-თებერვალში.

ჩვენ სერიოზული გამოცდილება მივიღეთ ამ 5 თვის განმავლობაში, როგორც საკუთარ ქვეყნაში, ასევე სერიოზული გამოცდილება გავიზიარეთ ჩვენი პარტნიორი ქვეყნებისაგან, ისევე როგორც გლობალური გამოცდილება.  მზადდება გეგმა საზოგადოებრივი ჯანდაცვის და მთლიანად ჯანდაცვის სასტემის მზადყოფნის.  რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ტესტირების სერიოზული გამოცდილება და ასევე დროული მკურნალობა საავადმყოფოებში.

როგორც იცით ქვეყანაში არის 17 ათასამდე საავადმყოფოს საწოლი, აქედან კოვიდისთვის 12 ათასი საწოლის მობილიზება შეიძლება. რადგან დანარჩენი გახლავთ ის საავადმყოფო რომელსაც ვერ გადართავ კოვიდზე. ესენი გახლავთ სამშობიაროები, სამეანო-გინეკოლოგიური და ფსიქიატრიული დაწესებულებები.

ამ პირველი ტალღის დროს მობილიზირებული იყო ერთდროულად 500-დან 1500 საწოლამდე ქვეყანაში კოვიდ ინფექციაზე და სტაციონარში მკურნალობდა 400-500-მდე ადამიანი. ასე რომ არავითარი გადატვირთვა. საქართველოს ჯანდაცვის სისტემამ კარგად გაართვა თავი ამ ადამინების მართვას.  ამიტომ, დარწმუნებული ვარ თუ იქნა მეორე ტალღა, კიდევ უფრო უკეთესად მომზადებული შევხვდებით“ – განაცხადა ამირან გამყრელიძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად