ამირან გამყრელიძე: covid19-ის 23 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 11 ყაზბეგთან დაკავშირებული კონტაქტია

“დღევანდელი მონაცემებით გვაქვს 1 306 დადასტურებული შემთხვევა. ბოლო 24 საათის განმავლობაში გვაქვს 23 ახალი შემთხვევა. ექვსი არის ე.წ. ლენჯერის კლასტერი, 11 არის კონტაქტირებული ინფიცირებულებთან და ეს ძირითადად შემოიფარგლება ყაზბეგთან დაკავშირებული კონტაქტებით. ასევე ორი არის იმპორტირებული შემთხვევა და ორი მძღოლი. ეპიდსიტუაცია ქვეყანაში მართვადია. ძალიან ინტენსიური გამოკვლევევები მიმდინარეობს”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

“დღეის მონაცემებით 2 800-მდე ნიმუშია აღებული მესტიაში და დაახლოებით 350 ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. მესტიაში ძირითადად ინფექცია ლოკალიზებულია. სასიამოვნოა, რომ მოსახლეობამ, ვინც ბოლო ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა მესტიაში, იგრძნეს საფრთხე და მიმართეს მედიკოსებს. 600- მდე ადამიანმა მიმართა და სამს ჰქონდა დადებითი. მოვუწოდებთ მოსახლეობას, რომ ვინც ნამყოფია სვანეთში ბოლო ორი კვირის განმავლობაში და დაეწყება სიმპტომები, აუცილებლად მიმართონ შესაბამის სამსახურებს, დარეკონ 112-ზე და ჩაიტარონ კვლევა. ასევ თუ არ აქვთ სიმპტომები, მაგრამ აქვთ ინტერესი, შეუძლიან მივიდნენ და ჩაიტარონ „პისიარ“ კვლევა”. ეს შემთხვევები არ გახლავთ ის შემთხვევა, რომ პანიკას მივეცეთ. არავითარი ჩაკეტვა არ იქნება ქალაქების. მოგეხსენებათ, ჩვენ დავუბრუნდით ცხოვრების ნორმალურ რიტმს და ეს ასეც უნდა იყოს. კორონავირუსი ხვალ და ზეგ არ გაქრება. ჩვენ უნდა მივეჩვიოთ ვირუსთან თანაცხოვრებას. ინფექცია თანდათან მსუბუქდება. დიდი თავშეყრისგან თავი შევიკავოთ, თავი ავარიდოთ დიდ ქორწილებს, ქელეხებს და ასე შემდეგ“, განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად