ამირან გამყრელიძე covid-19-ის საწინააღმდეგო „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე კორონავირუსის საწინააღმდეგო „სინოფარმის“ ვაქცინით პირდაპირ ეთერში აიცრა.

აცრა გამყრელიძემ თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჩაიტარა.

ჩინური წარმოების, “სინოფარმის” ვაქცინაზე რეგისტრაცია საქართველოში 27 აპრილიდან დაიწყო, ხოლო “სინოფარმით” იმუნიზაციის პროცესი დღეიდან დაიწყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...