ამირან გამყრელიძე: თუ ნიღბის ტარების მაჩვენებლით 95%-ზე ავალთ, გვეუბნებიან, რომ მაისისთვის ყოველდღიურ შემთხვევებში 10-დან 77-ის ფარგლებში ჩამოვალთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში პირბადის ტარების მაჩვენებლი 75%-ია და ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტის პროგნოზით, თუ ეს მაჩვენებელი 95%-ს მიაღწევს, მაისში ინფიცირების ყოველდღიური შემთხვევები 10-77-ის ფარგლებში შემცირდება.

როგორც ამირან გამყრელიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, ინფიცირების შემთხვევები იკლებს, რაც შემზღუდავი ღონისძიებებისა და ტესტირებაზე მეტი ხელმისაწვდომობის შედეგია.

„ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტი რეგულარულად აკეთებს ევროპის ქვეყნების განახლებას. ბოლო გაანხლება იყო 15 იანვრის, სადაც მათ აღნიშნეს დადებითი ტენდენციები. სასიამოვნოა, რომ ჩვენთან ნიღბის ტარების მაჩვენებელი 75%-ზეა ასული და თუ ჩვენ 95%-ზე ავალთ, გვეუბნებიან, რომ მაისისთვის სიკვდილიანობა უკვე ერთეული გექნებათ და ყოველდღიურ შემთხვევებში 10-დან 77-ის ფარგლებში ჩამოხვალთ. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ რეგულაციების დაცვას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით ნიღბის ტარებას. ასევე გამოვლენა, თუ ნოემბერ-დეკემბერში გვქონდა, რომ ერთს ვავლენდით და 2.5-3-ს ვერ ვავლენდით, ეს ჩამოსულია ქვემოთ და ყველა ერთ გამოვლენილზე უკვე 1-1.5 არ ვლინდება”, – განმარტა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად