ამირან გამყრელიძე: ჩვენი პროგნოზით, კვირის ბოლოს 350-დან 400-მდე შემთხვევა უნდა გვქონდეს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ კვირის ბოლომდე, შესაძლოა, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაორმაგდეს.

ამასთან, ამირან გამყრელიძის თქმით, მიმდინარე თვე და მაისის პირველი ნახევარი რთული იქნება.

” ჩვენ ვპროგნოზირებთ, რომ ამ კვირის ბოლოს უნდა გვქონდეს დაახლოებით 350-დან 400-მდე შემთხვევა. ეს თვე იქნება საკმაოდ რთული. აპრილი და მაისის პირველი ორი კვირა იქნება სამკაოდ რთული, ამიტომ ყველა რეკომენდაცია აუცილებლად გასათვალისწინებელია,” – განაცხადა ამირან გამყრელიძე FB ჩართვისას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად