ამირან გამყრელიძე: ჩვენ სასწრაფოს თანამშრომლები ტესტირების სხვა რეჟიმზე გვყავს გადაყვანილი

“სამწუხაროდ ჩვენ, ექიმები წინა ხაზზე ვიმყოფებით, ამიტომ ინფიცირების შემთხვევები გასაკვირი არ არის. ასეთ დროს ხდება ჩანაცვლება სხვადასხვა რეგიონებით და რა თქმა უნდა, გარკვეული რეზერვები არსებობს”.

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელომძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დღევანდელი ბრიფინგზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა: იმ ფონზე, როდესაც კორონავირუსით ინფიცრების გამო ფაქტობრივად, ახალქალაქი სასწრაფო ექიმების გარეშე დარჩა, ასეთ შემთხვევებში რა გამოსავალი არსებობს.

ამირან გამყრელიძის განმარტებით, სასწრაფოს ექიმებს კორონავირუსზე ტესტირება ყოველ 48-72 საათში უტარდებათ.

„სამწუხაროდ, ჩვენ, ექიმები წინა ხაზზე ვიმყოფებით, ამიტომ ინფიცირების შემთხვევები გასაკვირი არ არის. ასევე, იყო შემთხვევები გაზაფხულზე, როდესაც სასწრაფოს თანამშრომლები დაინფიცირდნენ ბოლნისში. ასეთ დროს ხდება ჩანაცვლება სხვადასხვა რეგიონებით და რა თქმა უნდა, გარკვეული რეზერვები არსებობს. ამავე დროს, ჩვენ სასწრაფოს თანამშრომლები ტესტირების სხვა რეჟიმზე გვყავს გადაყვანილი, რათა ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირები რაც შეიძლება სწრაფად დაუბრუნდნენ სამუშაო ადგილებს. ეს არის ზოგჯერ 48, ზოგჯერ კი 72 საათიანი მუდმივი ტესტირება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად