ამირან გამყრელიძე: ჩემმა ახალგაზრდა თანამშრომელმა მომწერა, თურმე კორონა ისვენებს მთებშიო

ჩემმა ახალგაზრდა თანამშრომელმა მომწერა, თურმე კორონა ისვენებს მთებშიო, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ მესტიაში განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში ილუზია შეიქმნა, რომ კორონავირუსი დავამარცხეთ. ის მოსახლეობას რეკომენდაციების დასცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.

“ილუზია შეიქმნა ჩვენთან, რომ აი ჩვენ კოვიდი დავამარცხეთ. არა ბატონო! დღეს ერთმა ჩემმა ახალგაზრდა თანამშრომელმა მომწერა, რომ ბატონო ამირან, თურმე კორონა ისვენებს მთებშიო. ყაზბეგში და მესტიაში რომ გამოჩნდა, კორონამ გადაინაცვლა დასასვენებლად მთებშიო. დაემთხვა, რომ პატარა კლასტერი ჩამოყალიბდა ყაზბეგში და მესტიაში ხედავთ, რაც გვაქვს. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ეს ყველაფერი არის მართვადი, კონტროლს ექვემდებარება, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსახლეობას დავიცავთ რეკომენდაციები და ჩვენ თავიდან ავირიდებთ ფართომასშტაბიან ეპიდემიას ქვეყანაში”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად