ამირან გამყრელიძე: ჩემი კოლეგების ამ რაოდენობით ერთად შეკრება არ იყო სასურველი

ახსენეთ სასტუმრო “ოაზისი”, სადაც არიან ჩემი კოლეგები და ელოდებიან პასუხებს. გუშინ საღამომდე დამთავრდა იქ 900-მდე ნიმუშის აღება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.

მისი თქმით, ამ 900 ნიმუშიდან პასუხების 2/3 უკვე ცნობილია და ყველა უარყოფითია.

“სერიოზული გაფართოებული ტესტირება ტარდება აჭარაში. თქვენ ახსენეთ სასტუმრო “ოაზისი”, სადაც არიან ჩემი კოლეგები და ელოდებიან პასუხებს. გუშინ საღამომდე დამთავრდა იქ 900-მდე ნიმუშის აღება, მარტო ექიმების და სამედიცინო პერსონალის არა, მთლიანად დამსვენებლების. ამ 900 ნიმუშიდან პასუხების 2/3 ცნობილია და ყველა უარყოფითია. რაღაც განსაკუთრებულს არ ველოდებით “ოაზისთან” დაკავშირებით და შესაბამისი გადაწყვეტილებები ხვალ იქნება მიღებული თუ რა რჩევა-დარიგება მიეცემათ მათ.

როდესაც ჩვენ მოვუწოდებთ ყველას, რომ ყველა დიდი შეკრება, იქნებოდა სამედიცინო თუ არასამედიცინო ყოფილიყო ვირტუალური, ალბათ არ იყო სასურველი ჩემი კოლეგების ამ რაოდენობის ერთად შეკრება. გეთანხმებით, რომ არასასიამოვნო იყო ეს. მაგრამ მივიღე ფოტოები მათგან, რომ იქ იყო სექციური სხდომები, მაქსიმუმ 50 ადამიანის შეკრებით, ასევე დისტანციის დაცვით და პირბადეების ხმარებით”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად