ამირან გამყრელიძე: ბოლო სამ კვირაში, კორონავირუსი სატვირთო ავტომანქანის 30-მდე მძღოლს “პისიარ” ტექნოლოგიით აქვს დადასტურებული

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ბოლო სამი კვირის განავლობაში კორონავირუსი სატვირთო ავტომანქანის 30-მდე მძღოლს აქვს დადასტურებული.

ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრფინგზე  განაცხადა.

„მოგეხსენებათ, ტრაილერების მძღოლები არიან ბოლო ორი-სამი კვირის განმავლობაში ერთ-ერთი მთავარი წყარო შემოტანილი ინფექციის. დღემდე „პისიარ“ ტექნოლოგიით დადასტურებულია 30-მდე სატვირთოს მძღოლი. ყოველდღიურად სადღაც 400-მდე სატვირთო ავტომობილის მძღოლის გამოკვლევა ხდება და ბოლო სამი კვირის განმავლობაში 30-მდე დადასტურებული შემთხვევაა „პისიარ“ ტექნოლოგიით. ისინი სამედიცინო დაწესებულებებში მკურნალობენ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე ინფორმაციით, დღემდე სულ ჩატარებულია 11 000 „პისიარ“ ტესტი.

„ამას ემატება 50 000-მდე სწრაფი ტესტი, როგორც ანტიგენზე, ისე ანტისხეულზე დამყარებული.

ერთ მილიონ მოსახლეობაზე თითქმის უკვე 30 000 ტესტზე ვართ ასული, რაც არ არის ცუდი მაჩვენებლი“,- განაცხადა გამყრელიძემ და დასძინა, რომ დღეს საქართველოში 19 ლაბორატორია აწარმოებს ტესტირებას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად