ამირან გამყრელიძე: ბათუმში, უცხოელ პაციენტზე ინფორმაციას ვერც უარვყოფ და ვერც დავადასტურებ

“მე არასდროს პერსონალურ ინფორმაციაზე არ ვსაუბრობ”-ამის შესახებ, დაავადების კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ “დღის ამბებში” საუბრისას განაცხადა.

ამირან გამყრელიძის თქმით, ბათუმში, ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულია უცხოელი პაციენტი. არის თუ არა ის ახალი კორონავირუსით ინფიცირებული ამ ეტაპზე არ არის დაზუსტებული.

” ბათუმს რაც შეეხება, ჩვენ გვაქვს ბევრი ინფორმაცია ამ შემთხვევის შესახებ. მოგეხსენებათ, მე არასდროს პერსონალურ ინფორმაციაზე არ ვსაუბრობ, ვიცით ვინ არის.

ის არ არის საქართველოს მოქალაქე, ჩამოსულია სხვა ვქეყნიდან, ევროპის ერთ-ერთი ქვეყნიდან ჩვენი მეზობელი ქვეყნის გავლით საქართველოში. მაგრამ, ჯერ ნუ ვიჩქარებთ, მიდის დაზუსტება, ვერ გეტყვით, ვერც დავადასრურებ და ვერც ვუარყოფ რომ ის არის პოზიტირუი ან ნეგატიური.”-ამბობს გამყრელიძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად