ამირან გამყრელიძე: აჭარაში შემზღუდველი ღონისძიებები გარკვეული პერიოდის განმავლობაში ძალაში რჩება

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აჭარაში ეპიდემიოლოგიური ვითარების სტაბილიზაციის პროცესი მიმდინარეობს, მაინც გარკვეული პერიოდია საჭირო, რათა შეზღუდვების მოხსნის გადაწყვეტილება მიიღონ.

„მიუხედავად იმისა, რომ აჭარაში სტაბილიზაციის პროცესი მიმდინარეობს, მაინც არ ჩაითვალა საჭიროდ ამ ეტაპზე შემზღუდველი ღონისძიებების მოხსნა ჯერ კიდევ რამდენიმე ხნის განმავლობაში, ვიდრე გარკვეულად ერთი ინკუბაციური პერიოდი მაინც არ გავა. იცით, რომ შიდა ტრანსპორტი არ მოძრაობს, სწავლა დისტანციურია, რესტორნები ათი საათის შემდეგ იკეთება და ა.შ. ვიდრე გარკვეულ ნიშნულზე არ ჩამოვა სტაბილიზაცია, არ გვექნება სტაბილურად რამდენიმე დღის განმავლობაში, სულ მცირე ერთი კვირა მაინც შემთხვევების შედარებით მცირე რაოდენობა, მანამდე არ არის რეკომენდებული შემზღუდველი ღონსძიებების მოხსნა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად