ამირან გამყრელიძე: არავითარი „ქართული შტამი“ არ არსებობს, გვაქვს ჩვეულებრივი ინდური შტამი „დელტა +“

“არავითარი ქართული შტამი არ არსებობს, ეს არის ჩვეულებრივი დელტა, ანუ ინდური შტამი, დელტა + ჰქვია, დელტა შტამის ქვეშტამი”.

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ კორონავირუსის ქართული შტამის გავრცელებასთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა და აღნიშნა, რომ კორონავირუსის “დელტა” შტამი თანდათან ანაცვლებს ბრიტანულს.

„მოგეხსენებათ, ვირუსები ძალიან ხშირ მუტაციას განიცდიან, ეს არის დელტა + და მათ შორის დელტა + გაშიფრულია სეკვენირებით ჩვენთანაც, ორი შემთხვევა გვაქვს დელტა პლუსის. ლაბორატორიულად გვაქვს დადასტურებული ორი, გასაგებია, რომ დელტა + გაცილებით მეტი იქნება. ჩვენთან დღეს უკვე ცირკულაციაში, რასაც ყოველდღიურად ლუგარში ვუყურებთ, თუ რამდენი დელტა შტამი ფიქსირდება ჩვენთან. ჩვენ ახლა ვამბობთ, რომ 40-დან 50%-მდე უკვე ქვეყანაში ჩაანაცვლა ალფა, ანუ ბრიტანული შტამი დელტამ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები
იტვირთება...