ამირან გამყრელიძე: აიცრებიან თუ არა კოვიდგადატანილები, ერთმნიშვნელოვანი გადაწყვეტილება არ არის

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ის ჯგუფი, ვინც ინფექცია გადაიტანა, მას სჭირდება თუ არა შემდგომში ვაქცინაცია, ეს გადაწყვეტილი არ არის.

ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„არის ხალხი, რომელიც ემხრობა იმ მიმართულებას, რომ ვინც კორონავორუსი გადაიტანა ისინი არ უნდა აიცრან, მაგრამ არის ხალხი, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ როდესაც ასეთი მასობრივი იმუნიზაცია მიმდინარეობს, იმ დროს გარჩევა ვინ გადაიტანა და როგორ, ამის გარჩევა რთულია.

ჩვენ როდესაც შარშან წითელას ეპიდემია გვქონდა ვაკეთებდით ვაქცინას, ადამიანებს ლაბორატორიულად დადასტურებულ პასუხს არ ვთხოვდით, ჰქონდათ თუ არა გადატანილი მათ ინფექცია. დამატებითი ინექცია არაფერს ცუდს არ აკეთებს, არამედ იმუნიტეტს კიდევ უფრო აძლიერებს. აიცრებიან თუ არა კოვიდგადატანილები, ამ საკითხზე ერთმნიშვნელოვანი გადაწყვეტილება არ არის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად