ამირან გამყრელიძე: 33 000 PCR ტესტია ქვეყანაში ჩატარებული და 647 დადებითი შემთხვევაა

ძირითადად ტესტირება ქვეყანაში დამყარებულია PCR ტექნოლოგიებზე”-ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

როგორც გამყრელიძემ განმარტა, ამ დროისთვის 33 000 PCR ტესტია ჩატარებული.

” ძირითადად ტესტირება ქვეყანაში დამყარებულია PCR ტექნოლოგიებზე , ასევე გარკვეულ ჯგუფებში სწრაფი ტესტებით, მაგრამ ამ ტესტებით მიღებული შედეგი უნდა გადამოწმდეს PCR ტექნოლოგიებით. ამიტომ ის რასაც დღეს ვაკეთებთ დიაგნოსტიკისთვის და უკვე 33 000 PCR ტესტია ქვეყანაში ჩატარებული და 647 დადებითი შემთხვევაა, ყველა ეს შემთხვევა დადასტურებულია PCR და არა სწრაფი ტესტებით“,-აღნიშნა გამყრელიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად