ამირან გამყრელიძე: 100 აცრილი ადამიანი არის სულ მცირე ერთი გადარჩენილი, იცოდეთ ეს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინაციისთვის მეტი აქტივობაა საჭირო.

როგორც ამირან გამყრელიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განმარტა, ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ ასი აცრილი ადამიანი სულ მცირე ერთი გადარჩენილი პირია და მოქალაქეები უნდა ეცადონ, რომ დაიცვან ადამიანთა სიცოცხლე.

„აუცილებელია ყველა ღონისძიების სათანადოდ დაცვა. ამას ემატება ინტენსიფიკაცია აცრების. გასაგებია, რომ კუმულაციური, საზოგადოებრივი იმუნიტეტის დაგროვებას დიდი დრო სჭირდება, მაგრამ 100 აცრილი ადამიანი არის სულ მცირე ერთი გადარჩენილი, იცოდეთ ეს. აქედან გამომდინარე, უნდა ვეცადოთ, რომ დავიცვათ ადამიანთა სიცოცხლე. რაც მეტი იქნება აცრილი, მით ნაკლები გვეყოლება გარდაცვლილი. რაც მეტი იქნება 55 წელს ზემოთ აცრილი, მით მეტი ხანდაზმული გადარჩება. მოგეხსენებათ, კოვიდის დროს სიკვდილიანობის დიდი პროცენტი ხანდაზმულზე მოდის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...