ამერიკულმა კომპანიამ ფეხსაცმელი სელფისთვის გამოუშვა (ვიდეო)

ამერიკული ბრენდი Miz Mooz-მა ქალის ფეხსაცმელი "სელფის გადასაღებად" წარადგინა.

"სელფი ფეხსაცმელი" 2 აპრილიდან ონლაინ მაღაზიებში 199 დოლარად გაიყიდება.

ფეხსაცმლის ფორმა საშუალებას მოგცემთ ჩასვათ შიგ ტელეფონი, დააჭიროთ თითი ფეხსაცმელში მოთავსებულ სპეციალურ ღილაკს და გადაიღოთ სელფი.

საპრეზენტაციო ვიდეორგოლში ფეხსაცმლის ავტორები, სელფის ჯოხით აღფრთოვანებულები არიან, თუმცა აღნიშნავენ, რომ "სელფი ფეხსაცმლისგან" განსხვავებით ჯოხის გამოყენებაში შეიძლება სირთულეებს გადააწყდეთ.

ბოლო დროს სელფის ჯოხს სულ უფროდაუფრო ხშირად კრძალავენ საზოგადოების თავშეყრის ადგილებში. 30 მარტს გახდა ცნობილი, რომ ჯოხები ამერიკის ორ უდიდეს მუსიკალურ ფესტივალზე აკრძალეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად