ამერიკული გიგანტი კომპანია ExxonMobil-ი, ნორვეგიას, 125-წლიანი მუშაობის შემდეგ, ტოვებს

ამერიკული სანავთობო გიგანტი კომპანია ExxonMobil-ი, ნორვეგიაში ნავთობისა და გაზის მოპოვებას შეწყვეტს. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

კომპანია ქვეყანაში 125 წლის განმავლობაში მუშაობდა. ახლა კი, ExxonMobil-მა 20 ლოკაციაზე წილების გაყიდვა გადაწყვიტა. ამის მიზეზს კომპანია არ ასახელებს. ანალიტიკოსები ჯერ მაინც იტოვებენ იმედს და აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ უკან არ გამოუხმიათ კომპანიის აქციების ყიდვის შესახებ რეკომენდაციები.

ExxonMobil-ის პროექტების საერთო ღირებულება ნორვეგიაში დაახლოებით 4 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. მისი ოპერატორები არიან ნორვეგიული Equinor-ი და ბრიტანულ-ნიდერლანდური Royal Dutch Shell-ი.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კომპანიის აქციები შესაძლოა ნორვეგიულმა სანავთობო კომპანია Var Energi-მ იყიდოს. სხვა მყიდველები კი შესაძლოა იყოს Equinor, Aker BP, DNO, Lundin Petroleum და კერძო საინვესტიციო კომპანია Hitech Vision. თვითონ კომპანიაში, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებაზე უარს აცხადებენ.

აგვისტოს შუა რიცხვებში კომპანიას სხვა ევროპული აქტივების გაყიდვა სურდა. მაშინ საუბარი ეხებოდა 2 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის აქტივებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად