ამერიკული აკადემიის მე-12 კლასელი, ანდრია ჭკუასელი ბენინგტონის კოლეჯმა 100%-იანი დაფინანსებით მიიღო

ყოველ წლიურად სულ უფრო მეტი ქართველი მოსწავლე იღებს დაფინანსებას ევროპისა და ამერიკის ყველაზე ცნობილ უნივერსიტეტებსა და კოლეჯებში. ერთ-ერთი მათგანი ანდრია ჭკუასელია.

ანდრია ჭკუასელი, გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის მე-12 კლასელი, 100 პროცენტიანი დაფინანსებით მიიღო  ხელოვნების ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა სკოლამ, რომელიც ბენინგტონის კოლეჯის Bennington College (school of the arts)  სახელითაა ცნობილი.

პარალელურად,  ანდრია მონაწილეობს ბენინგტონ კოლეჯის ახალგაზრდა მწერალთა კონკურსში. სწავლის ჯამური ღირებულებაა 250 ათასი დოლარია. ანდრიას რამდენიმე მოთხრობა გამოქვეყნდა საქართველოს პარლამენის ეროვნული ბიბლიოთეკის გვერდზე.

ბენინგტონის კოლეჯი დამთავრებული აქვთ ისეთ ცნობილ და მსოფლიოში აღიარებულ მწერლებს, როგორიცაა: ბრედ ისტონ ელისი, ჯონათან ლეტემი და პულიცერის პრემიის ლაურეატი, დონა ტარტი.

დონა ტარტი, რომელსაც ძალიან კარგად იცნობს ქართული საზოგადოება, 1981 წელს მისისიპის უნივერსიტეტში ჩაირიცხა და გახდა გაერთიანება „კაპა კაპა გამას“ წევრი, 1982 წელს კი ლექტორის რჩევით დონა გადავიდა ბენინგტონის კოლეჯში (ვერმონტი, აშშ), რომელიც სპეციალიზირებული იყო „თავისუფალ ხელოვნებაზე“. კოლეჯში სწავლის პერიოდში მისი ერთ-ერთი მასწავლებელი იყო მწერალი და ჟურნალისტი ჯო მაკ-გინისი. 1986 წელს დაამთავრა კოლეჯი კლასიკური ფილოლოგიის სპეციალობით.

1992 წელს გამოაქვეყნა თავისი პირველი რომანი, „საიდუმლო ისტორია“ (ინგლ. The Secret History), რომელიც გახდა ბესტსელერი და ითარგმნა 24 უცხო ენაზე.

2002 წელს მეორე რომანი გამოქვეყნდა სახელწოდებით „პატარა მეგობარი“ ( ინგლ. The Little Friend).

2013 წელს გამოდის მისი რიგით მესამე რომანი „ჩიტბატონა“ (ინგლ. The Goldfinch). შემდეგ წელს ამ რომანს მიენიჭა პულიცერის პრემია.[8] Warner Bros.-მა და RatPac Entertainment-მა წიგნის გადაღების უფლებები მოიპოვეს. 2019 წელს გამოვიდა ფილმი „ჩიტბატონა“.

2014 წლის აპრილში ჟურნალმა Time დონა ტარტი შეიყვანა „მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის“ სიაში.

კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად