ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა კამელა ჰარისმა ფიცი დადო

ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა კამელა ჰარისმა ფიცი დადო.

“მე კამელა ჰარისი ფიცს ვდებ, რომ მხარს დავუჭერ და დავიცავ აშშ-ის კონსტიტუციას შიდა თუ გარე მტრის წინააღმდეგ და ერთგულად ვუმსახურებ სახელმწიფოს. პასუხისმგებლობას ვიღებ ჩემი ნებით ყოველგვარი ზეგავლენის და ზეწოლის გარეშე. მე სამართლიანად შევასრულებ ყველა იმ პასუხისმგებლობას, რომელსაც ეს თანამდებობა მაკისრებს”, – თქვა კამელა ჰარისმა, რასაც ინაუგურაციაზე ოვაციები მოჰყვა.

შეგახსენებთ, ამერიკიაში პრეზიდენტის ინაუგურაციაა. ტრადიციული 200 000 ბილეთი არ გაიყიდა. სტუმრების ნაცვლად 200 000 დროშაა გამოფენილი, ხოლო ცნობილი ხეივანი, სადაც ობამას დროს 2 მილიონი ადამიანი შეიკრიბა, ცარიელია. ინაუგურაციას მხოლოდ ათასი კაცი დაესწრება: კონგრესის წევრები, ყოფილი პრეზიდენტები, სხვა ჩინოვნიკები და ელჩები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად