ამერიკის შტატ ილინოისში ადამიანი ელექტრონული სიგარეტის მოწევისგან მოკვდა

შესაბამისი ინფორმაცია შტატის საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვრცელდება.

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, იგი მოწევის შედეგად, მწვავე რესპირატორული დაავადებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. შედეგად პირი გარდაიცვალა. დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ეს ელექტრონული სიგარეტის მოწევის შედეგად დარეგისტრირებული სიკვდილის პირველი შემთხვევაა.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ბოლო კვირის განმავლობაში გაორმაგდა ელექტრონული სიგარეტების მოხმარების გამო სუნთქვაზე შექმნილი პრობლემების შედეგად ჰოსპიტალიზირებულების რაოდენობა. მთლიანობაში საავადმყოფოში 22 ადამიანი მოხვდა, რომელთა ასაკი 17-დან 38 წლამდეა.

ივნისის ბოლოს, სან-ფრანცისკოს საქალაქო საბჭომ, ელექტრონული სიგარეტების გაყიდვის აკრძალვა გადაწყვიტა მას მერე, რაც პროდუქტმა ვერ შეძლო უსაფრთხოების სერტიფიკატის მოპოვება. როგორც CNN იუწყება, მსგავსი დოკუმენტი ჯერჯერობით ვერცერთმა კომპანიამ ვერ მოიპოვა, ხოლო სან-ფრანცისკო კი პირველი ქალაქი გახდება, რომელიც ელექტრონული სიგარეტების მოხმარებას აკრძალავს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...