ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს დაუჭირა მხარი (ვიდეო)
ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატაში ეს-ესაა დასარულდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების შესახებ კენჭისყრა.
იმპიჩმენტის მიზეზად რეზოლუციაში “აჯანყებისკენ წაქეზებაა” დასახელებული.
დონალდ ტრამპი აშშ-ის პირველი პრეზიდენტია, რომლის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა ორჯერ იქნა წამოწყებული.