ამერიკის საზღვაო ძალების ავიამზიდზე “თეოდორ რუზველტი” 70 მეზღვაური კორონავირუსით დაინფიცირდა

ამერიკის საზღვაო ძალების ავიამზიდ “თეოდორ რუზველტის” მეთაურმა სამხედრო-საზღვაო ფლოტის ხელმძღვანელობა გააფრთხილა, რომ საჭიროა გადამწყვეტი ზომების მიღება, რათა გემის ეკიპაჟის წევრების სიცოცხლე გადაარჩინონ.

“ჩვენ ომში არ ვართ. ჩვენი მეზღვაურები არ უნდა იხოცებოდნენ. ჩვენ ვერ ვახერხებთ სათანდო ზრუნვას ჩვენს ყველაზე ერთგულ მეზღვაურებზე”, – წერს კაპიტანი.

იგი აგრეთვე აღნიშნავს, რომ ვირუსი ვრცელდება და თან უფრო და უფრო სწრაფად.

“გადამწყვეტი მოქმედებაა საჭირო. აუცილებელია პერსონალის უმეტესი ნაწილის იზოლირება ორი კვირის განმავლობაში. ეს აუცილებელია. 4 000-ზე მეტი ახალგაზრდა კაცის და ქალის გემით ტარება კი არ არის აუცილებლობა და რწმენას ურღვევს იმ მეზღვაურებს, რომელთა ჯანმრთელობაც ჩვენზეა მონდობილი.”

მას არ დაუზუსტებია, რამდენ მეზღვაურს დაუდგინდა ახალი კორონავირუსი, თუმცა აღნიშნა, რომ არავინ არის ჰოსპიტალიზირებული.

“რაც შემიძლიათ გითხრათ, არის ის, რომ არცერთი მეზღვაურია ჰისპიტალიზირებული, არცერთ მეზღვაურს აქვს ფილტვების ვენტილაციის დანადგარი, არცერთი მეზღვაურია მძიმე მდგომარეობაში”.

საზრვაო ფლოტის მეორე ხელმძღვანელობა კი აცხადებს, რომ სამშაბათის მონაცემების, გემის ბორტზე, ინფიცირებულთა რაოდნოებამ 70 ადამიანი სეადგინა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად