A1 ბანერი

ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი TBC-ის საქმეზე: შეშფოთებით ვაკვირდებით

„თიბისი ბანკის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, როს უილსონი ჟურნალისტებთან საუბრისას გამოეხმაურა.

“სხვა დიპლომატებთან ერთად შეშფოთებით ვაკვირდებით ამ საქმეს, რადგან გარკვეულ გავლენას ახდენს საქართველოზე, როგორც ბიზნესის საკეთებლად კარგ ადგილზე და მის რეპუტაციაზე. არ მინდა კონკრეტულ პირებზე ვისაუბრო, რომლებიც ჩართული არიან ამ საქმეში, მაგრამ ხაზი გავუსვით, რომ მნიშვნელოვანია, როგორ მოგვარდება და როგორ ახსნიან,“ – ამბობს როს უილსონი.(თარგმანი რუსთავი2)

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...