ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს ამერიკული ფეხბურთის საქართველოს ეროვნული ნაკრების პრეზენტაცია გაიმართა

4 ივლისს, ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს გაიმართა ამერიკული ფეხბურთის საქართველოს ეროვნული ნაკრების პრეზენტაცია.

ღონისძიება ჩატარდა “შტატი 51”-ის ორგანიზებით დინამო არენაზე, სადაც წარმოდგენილი იქნა ეროვნული ნაკრების უნიფორმა, რომლის დიზაინის ავტორიც გახლავთ დიზაინერი ავთანდილ ცქვიტინიძე. პრეზენტაციის შემდეგ მოეწყო ფოტოსესია და წარმოდგენილი იქნა ავთანდილის ახალი საზაფხულო კოლექცია.

საინიაციატივო ჯგუფი “შტატი 51” და საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ფედერაცია მადლობას უხდის ირაკლი დოლაბერიძეს და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გვერდში დგომისთვის. ასევე განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ამერიკულ კუთხეს და დინამო არენის ადმინისტრაციას, ასევე ყველა იმ მონაწილეს, რომელიც ჩართული იყო ღონისძიებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...