ამერიკელთა თითქმის 50%-ს სურს, რომ 2024 წელს ტრამპმა პრეზიდენტობისათვის ისევ იბრძოლოს

აშშ-ის მაცხოვრებელთა 47% მხარს უჭერს იდეას, რომ რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა 2024 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. ამის დასტურია ორშაბათს გამოქვეყნებული გამოკითხვის შედეგები, რომელიც გაზეთ The Hill-სა და Harris Research Service-მა ერთობლივად ჩაატარეს.

როგორც გაზეთი აღნიშნავს, ამ მოსაზრებას ძირითადად რესპუბლიკელების მომხრეები ატარებენ – გამოკითხულთა 75% ამ პარტიას უჭერს მხარს. გამოკითხვის მონაწილეთა შორის მხოლოდ 24%-ია დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერი.

კვლევა ჩატარდა 17-დან 19 ნოემბრამდე. მასში მონაწილეობა 1 873 რეგისტრირებულმა ამომრჩეველმა მიიღო.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად