ამერიკელმა თაფლობის თვისთვის ცოლი ესპანეთში წაიყვანა, სადაც მისი ცემისთვის დააპატიმრეს

ესპანეთში, ბასკეთის ავტონომიური ოლქის დედაქალაქ სან-სებასტიანის ერთ-ერთი სასტუმროს ნომერში 41 წლის ამერიკელი მამაკაცი დააკავეს.

გუშინ, 4 სექტემბერს, ერცაინცამ (ბასკეთის ავტონომიური ოლქის პოლიცია – “აიპრესი”) მიიღო შეტყობინება, რომლითაც მათ სან-სებასტიანოს სასტუმროში წყვილს შორის ინციდენტში ჩარევისკენ მოუწოდებდნენ. ადგილზე მისულ; ერნცაიცელებს სასტუმროს დაცვის თანამშრომელმა განუცხადა, რომ კლიენტი თავის ცოლს დაესხა თავს.

გაირკვა, რომ ჩხუბის შემდეგ ცოლმა დახმარების აღმოჩენა ითხოვა და იგი სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, მას სახეზე რამდენიმე შეწითლებული ადგილი, ხოლო ერთ ხელზე და ერთ ფეხზე დაჟეჟილობები ჰქონდა.

დღეს, 5 სექტემბერს, 41 წლის ამერიკელი მამაკაცი, რომელმაც ცოლი ესპანეთში ჩაიყვანა თაფლობის თვის გასატარებლად, სან-სებასტიანის სასამართლოს წინაშე ცოლის ცემის გამო წარსდგება.

 

მოამზადა რაულ კაპანაძემ 

კომენტარები
იტვირთება...