ჰურონის ტბასთან, აშშ-კანადის საზღვართან ამერიკელმა სამხედროებმა მეოთხე, სავარაუდოდ ჩინური, საჰაერო ბურთი ჩამოაგდეს.

პენტაგონის განცხადებაში ნათქვამია, რომ ობიექტს შეეძლო, ხელი შეეშალა კომერციულ საჰაერო მიმოსვლაში, რადგან ის მოძრაობდა 6 100 მეტრის სიმაღლეზე. ობიექტი, რომელიც სამხედრო საფრთხედ არ იყო მიჩნეული, თავდაცვის წარმომადგენლებმა აღწერეს, როგორც უპილოტო და რვაკუთხა ფორმის.

მანამდე, კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ თქვა, რომ აშშ-ს საჰაერო ძალებმა ჩრდილოეთ კანადის თავზე მოძრავი უცნობი ობიექტი ჩამოაგდეს.

F-22-ის მოიერიშე თვითმფრინავებმა  პირველი მფრინავი ობიექტი 4 თებერვალს ჩამოაგდეს. მეორე და მესამე კი 10 და 11 თებერვალს.  აშშ-ში განაცხადეს, რომ აღნიშნული ობიექტები სავარაუდო ჩინური სათვალთვალო საჰაერო ბურთებია.