ამერიკელმა რეჟისორმა ოლივერ სტოუნმა პუტინს შვილის მონათვლა სთხოვა

ამერიკელმა რეჟისორმა ოლივერ სტოუნმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, თავისი 22 წლის ქალიშვილის ნათლიობა შესთავაზა. აღნიშნული წინადადებით მან პრეზიდენტს ინტერვიუს დროს მიმართა. შესაბამისი ტექსტი კრემლის ვებ-გვერდზე ვრცელდება.

ინტერვიუს დროს, პუტინმა რეჟისორს უამბო, თუ როგორ სთხოვა უკრაინელმა პოლიტიკოსმა ვიქტორ მედვედჩუკმა, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი კარგად იცნობს, მას თავისი ქალიშვილის ნათლიობა.

„ჩვენი მართლმადიდებლური ტრადიციებით, უარის თქმა არ შეიძლება“, – უპასუხა პუტინმა.

პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ იყო ვიღაცის ნათლია, ეს ყოველთვის დიდი პატივია.

„ასეთ შემთხვევაში, მაშინ მე თქვენ გთხოვთ, რომ ჩემი შვილის ნათლია გახდეთ“, – ეუბნება სტოუნი პუტინს.

მაშინ პუტინმა რეჟისორს ჰკითხა, თუ რომელი აღმსარებლობის არის რეჟისორის ქალიშვილი და არის თუ არა იგი მართლმადიდებელი. სტოუნმა უპასუხა, რომ მისი ქალიშვილი მორწმუნეა, რომ აღზრდილია ქრისტიანული ტრადიციებით და რომ მონათვლა შესაძლებელია.

რეჟისორი აგრეთვე დაინტერესდ, თუ რამდენი ბავშვი ჰყავს პუტინს მონათლული. ამაზე რუსეთის პრეზიდენტმა რეჟისორის კონკრეტული პასუხი არ გასცა და მხოლოდ ის უთხრა, რომ ისინი ერთეულები არიან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...