ამერიკელი სენატორი: ვიმედოვნებთ, თურქეთი F-35 ტიპის გამანადგურებლების ერთობლივი წარმოების პროგრამაში დაბრუნდება

აშშ იმედოვნებს, რომ თურქეთი F-35 ტიპის გამანადგურებლების ერთობლივი წარმოების პროგრამას დაუბრუნდება. ამის შესახებ რესპუბლიკელმა სენატორმა ლიდსი გრემმა განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო Anadolu ავრცელებს.

”ვიმედოვნებ, თურქეთთან უფრო სტრატეგიული ურთიერთობების დამყარებას შევძლებთ”,-განაცხადა სენატორმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ თურქეთი “მნიშვნელოვანი მოკავშირეა, არა მხოლოდ სირიის საკითხთან დაკავშირებით, არამედ მთელი რეგიონისთვის”.

ივლისში, თეთრი სახლი აცხადებდა, რომ თურქეთის გადაწყვეტილებამ რუსული S-400-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემის შეძენის შესახებ, F-35 პროგრამაში მისი მონაწილეობა შეუძლებელი გახადა.

პენტაგონის შეფასებით, შეერთებული შტატების მიერ მიღებულიასეთი გადაწყვეტილების გამო, თურქეთი 9 მილიარდი დოლარით ნაკლებს მიიღებს.

ვაშინგტონი რუსეთ-თურქეთს შორის გარიგების განხორციელებას ეწინააღმდეგება, იმ მოტივით, რომ იგი ამერიკული F-35 ტიპის გამანადგურებლების წარმოებასთან დაკავშირებით, პენტაგონის იარაღის პროგრამას საფრთხეს უქმნის. ივლისის შუა რიცხვებში აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ანკარას F-35  ტიპის გამანადგურებლების გადაცემაზე უარი უთხრა და ერთობლივი პროგრამა შეაჩერა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...