ამერიკელი სენატორი თურქეთის მიერ სირიაში ადამიანთა უფლებების შესაძლო დარღვევის შესახებ ანგარიშის წარდგენას მოითხოვს

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი რობერტ მენენდესი აცხადებს, რომ იგი წარადგენს რეზოლუციას, რომელიც აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას მოუწოდებს, სირიაში თურქეთის მიერ ჩადენილი ადამიანის უფლებათა შესაძლო დარღვევის შესახებ კონგრესს მოხსენება წარუდგინოს.

“სამწუხაროდ, თურქეთი ერდოღანის მმართველობა (რეჯეფ ტაიპ ერდოღანი, თურქეთის პრეზიდენტი -“აიპრესი”) არ შეიძლება მოკავშირედ ჩაითვალოს…ამიტომაც, დღეს მე სასწრაფოდ რეზოლუციას წარვადგენ, რომელიც სახელმწიფო მდივანს ავალდებულებს, 30 დღის ვადაში სენატს სირიაში თურქეთის ადამიანის უფლებებათა დარღვევის შესახებ აცნობოს”, – დასძინა სენატორმა.

აღსანიშნავია, რომ დადგენილება “უცხოური დახმარების შესახებ” კანონს ეხება, რომელზეც კენჭისყრა შესაძლოა 10 დღეში ჩატარდეს.

რეზოლუციაში ასევე ნათქვამია, რომ შეერთებული შტატების მიერ გადადგმული ნაბიჯები უნდა გადაიხედოს და სირიაში ადამიანის უფლებების დაცვა უზრუნველყოფილი იყოს.

სიტყვით გამოსვლისას რობერტ მენენდესმა დონალდ ტრამპს მოუწოდა, თურქეთის პრეზიდენტთან შეხვედრა გააუქმოს, რომელიც 13 ნოემბერს არის დაგეგმილი.

“ეს სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში ორმხრივი კონსენსუსის მიღებას ითვალისწინებს, რომ თურქეთი ერდოღანის ხელმძღვანელობის პირობებში შეერთებული შტატების მეგობარი არ არის”,-წერს სენატორი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად