ამერიკელი სენატორი: FaceApp-ის ფოტოების დამუშავების პროგრამა ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის

აშშ-ს სენატში დემოკრატების ლიდერი, ჩაკ შუმერი მიიჩნევს, რომ FaceApp-ის ფოტოების დამუშავების პროგრამა აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოებისათვის საფრთხეს წარმოადგენს. შუმერი თავის მოსაზრებას წერილში განმარტავს, რომელიც მან FBI- ისა და აშშ-ს ფედერალური სავაჭრო კომისიის (FTC) დირექტორს გაუგზავნა.

„სანქტ-პეტერბურგში მდებარე კომპანიის მიერ შემუშავებულმა მობილურმა აპლიკაციამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ქვეყნის უსაფრთხოებას და ამერიკის მილიონობით მოქალაქის კონფიდენციალურობას “, – აღნიშნავს შუმერი.
FaceApp-ის აპლიკაცია რუსული კომპანია Wireless Lab- ის მიერ შეიქმნა. FaceApp-ი ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიას იყენებს, რათა მომხმარებლებმა შეცვალონ ფოტოსურათები. მისი საშუალებით ადამიანები თავს ახალგაზრდობაში ან მოხუცებულობაში ხედავენ. ის ასევე საშუალებას გაძლევთ გამოიყენოთ ფილტრები, რომლითაც იცვლება სქესი, თმის ფერი, შესაძლოა ტატუს, მაკიაჟის დამატება და ასე შემდეგ.
“მოწყობილობის გამოყენებისას მომხმარებელმა კომპანია პირადი ფოტოებითა და მონაცემებით სრულიად და უპირობო ხელმისაწვდომობით უნდა უზრუნველყოს”, -განმარტავს შუმერი წერილში, რომელიც სენატორმა თავის Twitter- ზე გამოაქვეყნა.

მისი თქმით, პრაქტიკაში, ეს იმას ნიშნავს, რომ მომავალში ამ დონის ხელმისაწვდომობა საშუალებას მისცემს კომპანიას, მათი ფოტო ან მონაცემები მომხმარებელთა თანხმობის გარეშე გამოიყენოს.
სენატორს ძალიან აშფოთებს ის ფაქტი, რომ მოწყობილობის შემქმნელი კომპანია რუსეთში მდებარეობს. მისი თქმით, ეს კითხვებს ბადებს იმის შესახებ, შესაძლოა თუ არა მათ სხვა ქვეყნის მთავრობებს მომხმარებელთა მონაცემები მიაწოდონ.

“მივმართავ FBI- ს განმარტოს, ამერიკელების მონაცემები, რომელთაც FaceApp-ით სარგებლობისას პირადი ინფორმაცია გამოიყენეს, შესაძლოა თუ არა ეს რუსეთის მთავრობასთან ან მასთან დაკავშირებული კომპანიების ხელში აღმოჩნდეს”, – ნათქვამია წერილში.

სენატორის შეფასებით, თუ ასეთი რისკი არსებობს, სადაზვერვო სამსახურმა უნდა შეაფასოს და შესაბამისი ნაბიჯები გადადგას, ხოლო ფედერალურმა სავაჭრო კომისიამ საჯაროდ უნდა გააფრთხილოს ამერიკელები იმის შესახებ, თუ რას იყენებს FaceApp-ი მოწყობილობა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად