ამერიკელი რეჟისორი, მაიკლ მური დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს მოითხოვს

ამერიკელმა რეჟისორმა მაიკლ მურმა დონალდ ტრამპის ამერიკის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენების მიზნით 10-პუნქტიანი გეგმა შემუშავა,-ინფორმაციას The Independent ავრცელებს.

რეჟისორის თქმით, სახელმწიფოს მეთაურს რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების სურვილისა და მიგრაციული პოლიტიკის გამკაცრების გამო, ძალიან დიდი პრობლემები შეექმნება.

კერძოდ, მური აშშ-ის მოქალაქეებს სთავაზობს ყოველდღე მიმართონ აშშ-ის კონგრესს, რომ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ საპროტესტო მსვლელობა გამართონ. "ჩვენ ვერ შეგვაჩერებთ. არა ძალადობას, ჩვენ შეგვიძლია მის მიერ ზიანის მოყენება თავიდან ავიცილოთ", – მოუწოდებს მური მოქალაქეებს. რეჟისორის თქმით, საპროტესტო აქციები ტრამპს და მის ადმინისტრაციას შეახსენებს, რომ მას ამერიკელებმა ხმა მისცეს.

"ერთად მუშაობით, ჩვენ შევძლებთ, რომ სოლიდარობა და იმედი ვიგრძნოთ", – დასძენს რეჟისორი. მან ასევე აღნიშნა, რომ დემოკრატიული პარტიის რეფორმების გატარება აუცილებელია. "ძველი მენეჯმენტი უნდა წავიდეს", – განაცხადა მან.

15 თებერვალს, მაიკლ მურმა აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ულტიმატუმი წამოუყენა, რომ თეთრი სახლის ადმინისტრაცია ნებაყოფლობით გაათავისუფლოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, რეჟისორი მისი იმპიჩმენტით დაიმუქრა.

მაიკლ მური- კინოდოკუმენტალისტია, რომელიც საკუთარ ფილმებში აშშ-ის საშინაო და საგარეო პოლიტიკას ხშირად აკრიტიკებს. კერძოდ, ის დონალდ ტრამპს არაერთხელ საჯაროდ დაუპირისპირდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...