ამერიკელი რეპერი R. Kelly სექსუალურ ძალადობაში ბრალდებით დააპატიმრეს

ამერიკელი რეპერი რობერტ კელი (R. Kelly), ჩიკაგოში, მას მერე დააპატიმრეს, რაც საოლქო პროკურორმა მას სექსუალურ ძალადობაში ბრალდება წაუყენა. ამის შესახებ ინფორმაცია ტვიტერზე ვრცელდება.

“მომღერალი და სიმღერების ავტორი რობერტ კელი დააპატიმრეს და იგი ჩიკაგოს პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება”, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. მომღერალი სასამართლოს წინაშე 23 თებერვალს წარსდგება.

მომღერალი პოლიციის განყოფილებაში შავი ფურგონით მიიყვანეს, რომელსაც ჩაბნელებული შუშები ჰქონდა. მისი ადვოკატის თქმით, მომღერალი ძალიან იმედგაცრუებულია.

აქამდე მომღერლის წინააღმდეგ ბრალდება 10 მუხლით იყო წაყენებული. საუბარია სექსუალურ ძალადობაზე ოთხი გოგონას მიმართ, რომელთაგანაც სამი 17 წლისაც არ იყო. პროკურატურაში აცხადებენ, რომ პირველს სასამართლო პროცესზე გადაწყდება გირაოს საკითხი.

კელი გრემის სამ პრემიას ფლობს სიმღერისთვის I Believe I Can Fly.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...