ამერიკელი მსახიობი და მოდელი კიმ პორტერი 48 წლის ასაკში გარდაიცვალა,-ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Los Angeles Times-ი რეპერ შონ კომბსის წარმომადგენელზე დაყრდნობთ ავრცელებს, რომელიც ცნობილია ფსევდონიმით P. Diddy (P.Diddy).
გარდაცვალების მიზეზი აღნიშნული არ არის. TMZ- ის წყაროების თანახმად, მისი ცხედარი ლოს-ანჯელესში, საკუთარ სახლში იპოვეს.
როგორც გამოცემის წყაროები აღნიშნავენ, ყოფილი მოდელი გრიპსა და პნევმონიას ებრძოდა.
პორტერი რეპერს 1994- 2007 წლებში ხვდებოდა, 1998 წელს წყვილს პირველი შვილი შეეძინა, ხოლო 2006 წელს ორი ტყუპი გოგონა.
2017 წლის დეკემბერში Forbes- მა რეპერი დაბალანაზღაურებადი მუსიკოსების სიაში შეიყვანა, რომელმაც 130 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.