ამერიკელი ჯაზის მომღერალი ნენსი უილსონი გარდაიცვალა

ამერიკელი ჯაზის მომღერალი ნენსი უილსონი 82 წლის ასაკში, კალიფორნიაში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მისი მენეჯერი დერვა ლევი ავრცელებს.

უილსონი კალიფორნიის ქალაქ პიონერტაუნში გარდაიცვალა. მისი მენეჯერი აღნიშნავს, რომ მისი სიკვდილი არაფრით იყო პროვოცირებული.

უილსონმა სცენაზე გამოსვლა 1950-იანი წლების შუაში დაიწყო და პოპულარობა მოიპოვა, როგორც ჯაზის მომღერალმა, თუმცა აცხადებდა, რომ მისი მხოლოდ ამ ჟანრთან ასოცირება შეცდომა იყო. იგი მღეროდა სოულსა და ბლუზსაც. კერძოდ, 1964 წელს მიე მიერ შესრულებულ სიმღერას How Glad I Am ბლუზის საუკეთესო კომპოზიციის წოდება მიანიჭეს. თავისი კარიერის განმავლობაში მან სამჯერ მიიღო გრემი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად