ამერიკელი ილუზიონისტი და მსახიობი, რიკი ჯეი გარდაიცვალა

ცნობილი ამერიკელი ილუზიონისტი და მსახიობი რიკი ჯეი ლოს-ანჯელესში 70 წლის ასაკში გარდაიცვალა, ინფორმაციას გამოცემა The Hollywood reporter-ი ავრცელებს.

“ის ერთ-ერთი სახე იყო, აღარასოდეს დავინახავთ მას”, – განაცხადა მისმა მენეჯერმა უინსტონ სიმონმა.

რიჩარდ ჯ. პოტაკი 1948 წელს ბრუკლინში დაიბადა. მან ილუზიონისტობა ჯერ კიდევ ოთხი წლის ასაკში დაიწყო.

რიკი ჯეი ცნობილი თავისი უნიკალური ტრიუკებით, ბანქოთი და იდეებით. გარდა ამისა, იგი ასევე ცნობილია, როგორც მსახიობი. მან ითამაშა ისეთ ფილმებში, როგორიცაა „ილუზიონისტი“ (2006), „პრესტიჟი“ (2006) და „ოუშენის 13 მეგობარი“ (2007).

ჯეის პირველი საჯარო გამოსვლა ოთხი წლის ასაკში, 1953 წელს ჰქონდა, როდესაც იგი სატელევიზიო პროგრამა Time For Pets-ში გამოჩნდა.

სტატიის ავტორი თაკო ჩხაიძე
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად