ამერიკელი გენერალი ვარაუდობს, რომ ჩრდილოეთ კორეა ახალ რაკეტებს ქმნის

შეერთებული შტატების გაერთიანებული შტაბის თავმჯდომარის მოადგილემ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეა ახალ რაკეტებს ქმნის და ამას ძალიან სწრაფად აკეთებს,-ინფორმაციას ტელეარხი CNN-ი ავრცელებს.

სამხედრო-საჰაერო ძალების გენერალმა ჯონ ჰაიტენმა კომენტარი ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამის შესახებ ვაშინგტონსა და ფხენიანს შორის გამართული მოლაპარაკებების შესახებ გააკეთა.

ამ ეტაპზე მოლაპარაკება შეჩერებულა, ხოლო ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ ის შესაძლოა, კიდევ ერთი გამოცდის ჩასატარებლად მზად იყოს.

როგორც ჰაიტენმა დასძინა, ჩრდილოეთ კორეის მსგავსად, სწრაფი მოქმედებაა საჭირო. მისი თქმით, მაგალითი SpaceX– სგან უნდა აიღონ, რომელიც რაკეტების რამდენიმე წარუმატებელი ტესტირების მიუხედავად, გამოცდას განაგრძობს.

შეერთებულმა შტატებმა ჩრდილოეთ კორეას მოლაპარაკებების განახლება მას შემდეგ შესთავაზა, რაც ოქტომბერში დონალდ ტრამპსა და კიმ ჩენ ინს შორის მოლაპარაკებები წარუმატებელი აღმოჩნდა. მხარეები ცდილობენ, კორეის ნახევარკუნძულზე ბირთვული განიარაღების საკითხი მოაგვარონ, მაგრამ კომპრომისისთვის მზად ჯერ კიდევ არ არიან. კიმ ჩენ ინმა ბირთვული ტესტირების შესახებ მორატორიუმის დაცვაზე უარი თქვა.

თარგმანი: თაკო ჩხაიძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად