ამერიკელი გენერალი: სირიიდან ამერიკის სამხედრო კონტინგენტის გაყვანა შესაძლოა რამდენიმე კვირაში დაიწყოს

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანებით, სირიიდან აშშ-ს სამხედრო ძალების გაყვანა შესაძლოა რამდენიმე კვირაში დაიწყოს. სააგენტო Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ აშშ-ს ცენტრალური სარდლობის მეთაურმა, გენერალმა ჯოზეფ ვოტელმა განაცხადა.

მან ასევე აღინიშნა, რომ ზოგადად, ერაყში აშშ-ს ჯარების რაოდენობა სტაბილური დარჩება.

“არ გვსურს იმ ადამიანების დატოვება, ვინც არ გვჭირდება და ვინც მისიაში არ მონაწილეობს“, – განაცხადა ამერიკელმა გენერალმა.

19 დეკემბერს, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სირიიდან 2 ათასი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურის გამოყვანა მაქსიმუმ 100 დღის განმავლობაში მოხდებოდა. ტრამპის გამარტებით, ვაშინგტონის მიზანი ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ დამარცხება იყო და ეს მისია თითქმის შესრულდა.

თეთრ სახლში აღნიშნეს, რომ დონალდ ტრამპი საპრეზიდენტო ვადის დასაწყისში – ბოლო ორი წლის განმავლობაში ჯარების გაყვანისთვის მზად იყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...