ამერიკელი ექიმები, კორონავირუსის გამო, აშშ-სთვის “აპოკალიფსურ” შემოდგომას წინასწარმეტყველებენ

ამერიკელმა ექიმებმა SARS-CoV-2 კორონავირუსის პანდემიის გააქტიურების გამო შეერთებული შტატებისთვის “აპოკალიფსური” შემოდგომა იწინასწარმეტყველეს. იტყობინება CNN.

“ვწუხვარ, რომ ამის თქმა მიწევს. ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ იხსნება სკოლები, კოლეჯები. ამ ადგილებში კი დაინფიცრების დიდი რაოდენობით ზრდაა მოსალოდნელი. ფედერალური ხელისუფლება კი ამდროს მოსახლეობას არ აფრთხილებს ნიღბების ტარებასა და სიფრთხილის სხვა ზომების დაცვის თაობაზე”, – განაცხადა დოქტორ პიტერ ჰოტემმა, ჰიუსტონის სამედიცინო უნივერსიტეტის ერთ-ერთი ფაკულტეტის დეკანმა.

ალაბამას უნივერსიტეტის ინფექციური დაავადებების დეპარტამენტის დირექტორმა, ჯოანა მარაცომ კი შემოდგომის დადგომა სამყაროს აღსასრულთან გააიგივა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად